Giorgio Armani-მ სათხილამურო კოსტიუმებისა და აქსესუარების ახალი კოლექცია წარმოადგინა

Giorgio Armani-მ სათხილამურო კოსტიუმებისა და აქსესუარების ახალი კოლექცია წარმოადგინა

სათხილამურო სეზონის დაწყებასთან ერთად Giorgio Armani-მ Neve-ს ხაზის ახალი კოლექცია წარმოადგინა, რომელიც après-ski-ს ესთეტიკით არის შთაგონებული.

კოლექციაში სათხილამურო კოსტიუმები და აქსესუარებია შესული. ახალ კოლექციას Giorgio Armani პოპ-აპებზე გამოიტანს, რომელიც ალპების სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაიხსნება.

პირველი მაღაზია უკვე გაიხსნა  საფრანგეთის ალპების ულამაზეს კურორტ კურშეველში.