პამელა ანდერსონი მეხუთედ განქორწინდება

პამელა ანდერსონი მეხუთედ განქორწინდება

მსახიობმა და მოდელმა პამელა ანდერსონმა მეხუთე ქმართან განქორწინების შესახებ სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას Rolling Stone ავრცელებს.

დენ ჰეიჰერსტი ჯერ პამელა ანდერსონის მცველად მუშაობდა, ერთი წლის წინ კი მისი შემდეგი ქმარი გახდა. ჰეიჰერსტი მანამდე კანადაში ნაკრძალის მშენებლობაზე მუშაობდა. მსახიობის გარემომ წყვილის ქორწილს მაშინ “პანდემიური ქარიშხალი” უწოდა.

წყვილი კანადაში, ვანკუვერის კუნძულზე ანდერსონის სახლში ცხოვრობდა. შესაბამისად განქორწინების დოკუმენტები ამავე ქვეყანაში წარადგინეს.

გამოცემა განმარტავს, რომ ანდერსონმა ამ დროისათვის კანადური სახლი დატოვა და ახლა მალიბუში იმყოფება. ამ ქორწინებამდე, 54 წლის ანდერსონი დაქორწინებული იყო Motley Crew-ის დრამერზე, ტომი ლიზე, რომელთანაც ჰყავს ორი ვაჟი. მთლიანობაში ეს მსახიობის მეხუთე ქორწინება იყო.