ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგის ნაცვლად ჯავშანჟილეტები აცვიათ – ზელენსკის ემოციური გამოსვლა ,,გრემის” 64-ე ცერემონიალზე

ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგის ნაცვლად ჯავშანჟილეტები აცვიათ – ზელენსკის ემოციური გამოსვლა ,,გრემის” 64-ე ცერემონიალზე

ლას-ვეგასში „გრემის“ 64-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მოულოდნელად, დიდ მონიტორზე ვოლოდიმირ ზელენსკი გამოჩნდა, რომელმაც მსოფლიოს მიმართა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

„ყველაფერი, ოღონდ სიჩუმე არა! ჩვენს მუსიკოსებს სმოკინგის ნაცვლად ჯავშანჟილეტები აცვიათ, ისინი დაჭრილებს უმღერიან, ისინი უმღერიან მათაც, ვისაც აღარ ესმის. ომი. რა არის უფრო მეტად მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი გარდაიცვალა. ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ მათ ნახატებს. ჩვენმა ახლობლებმა არ იციან, ისევ ერთად ვიქნებით თუ არა. ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. მხარი დაგვიჭირეთ ყველანაირად, ნებისმიერი გზით, მაგრამ არა დუმილით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მუსიკოსებს მოუწოდა, რომ მათ ომის შეწყვეტა მოითხოვონ.

ამის შემდეგ კი ჯონ ლეჯენდმა, რომელიც ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, სიმღერა Free შეასრულა.

სცენაზე უკრაინის დროშა აფრიალდა.