ადამიანების ვაჭრობა და სექსუალური ძალადობა – R Kelly-ს 30 წლით პატიმრობა მიესაჯა

ადამიანების ვაჭრობა და სექსუალური ძალადობა – R Kelly-ს 30 წლით პატიმრობა მიესაჯა

ცნობილი მომღერალი R Kelly სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჰიტის I Believe I Can Fly შემსრულებელი ციხეში მინიმუმ 84 წლის ასაკამდე იქნება. მას ბრალად ადამიანების ვაჭრობა და სექსუალური ძალადობა ედება.

54 წლის მომღერალი ბრალდებულია, საკუთარი დაცვის თანამშრომლებსა და მენეჯერებთან ერთად ჯგუფის შექმნაში, რომელიც არასრულწლოვან გოგოებს პროსტიტუციას აიძულებდა.