ანჯელინა ჯოლი „ალბერტა ფერეტის“ ულამაზეს კაბაში – მსახიობს ახალ ფილმში იღებენ

ანჯელინა ჯოლი „ალბერტა ფერეტის“ ულამაზეს კაბაში – მსახიობს ახალ ფილმში იღებენ

ანჯელინა ჯოლი რომში იმყოფება, სადაც ახალ ფილმზე, „სისხლის გარეშე“ მუშაობს. მას თან შვილები ახლავს,  ვარსკვლავი რომის ქუჩებში ხშირად ჩნდება. ამჯერად  47 წლის მსახიობი 17 წლის ზაჰარასთან და 13 წლის ვივიენთან ერთად გადაიღეს. ისინი საყიდლებზე იმყოფებოდნენ, შემდეგ კი სავახშმოდ გაემართნენ.

გამორჩეულად გამოიყურებოდა უმშვენიერესი ანჯელინა, მას „ალბერტა ფერეტის“, კრემისფერი, თავისუფალი სტილი კაბა ამშვენებდა, რომელსაც დახვეწილმა ჯოლიმ, ღია ფეხსაცმელი და დიდი ზომის მზის სათვალე შეუხამა.

ინფორმაციას ფორტუნა ავრცელებს.