ამერიკელმა რეალითი ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა გადაწყვიტა ეჩვენებინა, რომ ისევ კარგ ფორმაშია და საზოგადოების ყურადღების მიპყრობა კვლავ შეუძლია.
ცნობილი სახე პარიზის მოდის კვირეულზე 9 წლის ქალიშვილთან ერთად გაფრინდა.
მეტიც, თავად კიმმა მიიღო მონაწილეობა მოდის ჩვენებაში და გამოვიდა Balenciaga-ს ბრენდის პოდიუმზე, რომლის სახეც უკვე დიდი ხანა არის.
Balenciaga-ს ჩვენების შემდეგ კიმი კიდევ რამდენჯერმე გადაიღეს.
კიმმა ალბათ გადაწყვიტა თავის ქალიშვილს მოდის ინდუსტრია გააცნოს, რადგან მან ნორთი ოლივიეს ჩვენებაზე კულისებში შეიყვანა და მოდელებთან დააკონტაქტა, როგორც ჩანს, ბავშვი აღფრთოვანებული იყო.
![](http://fashiontime.ge/wp-content/uploads/2022/07/290296484_1090968071525679_1975983483338485984_n.jpg)