ჰოლივუდის ტრანსგენდერმა მსახიობმა ელიოტ პეიჯმა სქესის შეცვლის შემდეგ უკვე მიიღო ახალი დოკუმენტები.
ახლა კი, ინსტაგრამის გვერდზე ელიოტ პეიჯმა პასპორტის ფოტო გამოაქვეყნა. მასზე ჩანს როგორც მამაკაცი.
ელიოტი პოზირებს შავ მაისურში ფოკუსირებული სახით.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დეკემბერში მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ სქესი შეიცვალა.
როგორც ტრანსგენდერმა მსახიობმა აღიარა, სქესის შეცვლის შემდეგ საბოლოოდ თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობს.
2021 წლის მარტში პეიჯს ჩაუტარდა მასტექტომია, ოპერაცია სარძევე ჯირკვლების ამოღების მიზნით.