Miss Intercontinental 2022-ზე საქართველოს თიკა სვანიძე წარადგენს

Miss Intercontinental 2022-ზე საქართველოს თიკა სვანიძე წარადგენს

Miss Angels 2022-ის გამარჯვებული თიკა სვანიძე საქართველოს სახელით წარსდგება საერთაშორისო კონკურსზე Miss Intercontinental 2022-ზე, ამის შესახებ ინფორმაცია Georgia Sky Angels-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

,,Georgia Sky Angels-ის შემოქმედებითი ჯგუფი წარმატებებს უსურვებს საქართველოს და ჩვენს ღირსეულ კონკურსანტს თიკა სვანიძეს”, – წერია ოფიციალურ გვერდზე.

„მის ინტერკონტინენტალ 2022-ის კონკურსისთვის მზადება უკვე რამდენიმე თვეა დავიწყე და უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე ამაღელვებელი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ამ პროცესში უფრო და უფრო ვაანალიზებ რამხელა პასუხისმგებლობა მაქვს საქართველოს და იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ჩემი იმედი აქვს. მაქსიმალურად ვმუშაობ ჩემი თავის, როგორც მოდელის განვითარებაზე, რადგან მომიწევს კონკურენცია გავუწიო მსოფლიოს რჩეულ გოგონებს, თუმცა ვთვლი რომ ნამდვილად ვარ კონკურენტუნარიანი და არა მხოლოდ ვიზუალის, არამედ პიროვნული თვისებების დამსახურებით შევძლებ ჩვენი ქვეყნის კარგად წარმოჩენას.

ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის, როგორც გამოუცდელი მოდელისთვის და იმედი მაქვს თავს გავართმევ.  ჩემი ყველაზე დიდი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის კარგად წარმოჩენა და იმედების გამართლება ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მგულშემატკივრობს“, – განაცხადა Miss Angels 2022-ის გამარჯვებულმა თიკა სვანიძემ.