„დაგაგვიანდა“ სოფო ბედიას ახალი კლიპი – „სიმღერა, რომელიც ქართველი მსმენელის გულს დაიპყრობს“

„დაგაგვიანდა“ სოფო ბედიას ახალი კლიპი – „სიმღერა, რომელიც ქართველი მსმენელის გულს დაიპყრობს“

„დაგაგვიანდა“ – ასე ჰქვია მომღერალ სოფო ბედიას ახალ კლიპს, რომლის პრემიერა 24 სექტემბერს, კინოთეატრ „კავეაში“ გაიმართა.

პრეზენტაციას შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მუსიკოსები, მომღერლები და ცნობადი სახეები ესწრებოდნენ.

მომღერალი სოფო ბედია Fashiontime-ს საკუთარ ემოციებს უზიარებს და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია.

„სიმღერა – კაკი ბოლქვაძე, ტექსტი – შორენა ტაბატაძე, არანჟირება – ცირა ბზიშვილი, გადაიღო ბესარიონ კვარაცხელიამ, მადლობების კასკადი მათ. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმიტომ, რომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სასწაულ ემოციებში ვარ. მიხარია, რომ ასეთი კარგი, ახალი პროდუქტი არის ჩემ შემოქმედებაში“, – ამბობს სოფო ბედია.

კაკი ბოლქვაძე და სოფო ბედია

მუსიკალურმა კლიპმა სტუმრების იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მათ რამდენჯერმე ითხოვეს კლიპის ხელახლა გაშვება.

Fashiontime-თან საუბრისას პრეზენტაციაზე მისული სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ სიმღერა ძალიან ემოციური და სასიამოვნო მოსასმენია. მეტიც, მათი თქმით, ეს ის სიმღერაა, რომელიც აუცილებლად დაიპყრობს ქართველი მსმენელის გულს და გაჰიტდება.

ქართულ ესტრადაზე მომღერალი სოფო ბედია ყოველთვის გამოირჩევა საშემსულებლო მანერითა და ხმით. მის შექმნილ მუსიკალურ პროდუქტებს კი გემოვნება და სოფოს ხელწერა ყოველთვის ეტყობა.

ფოტო: Genka photography

Fashiontime გიზიარებთ ვიდეოს სიმღერის პრემიერიდან.