2020 წლის მის ინტერნეიშენელის მონაწილეებმა, მარიანა ვარელამ და ფაბიოლა ვალენტინმა იქორწინეს.
ვარელა კონკურსზე არგენტინის სახელით გამოდიოდა, ველენტინ კი – მის პუერტო-რიკოს. ორივე მათგანი კონკურსზე საუკეთესო ათეულში მოხვდა.
მარიანა ვარელა და ფაბიოლა ვალენტინი 28 ოქტომბერს დაქორწინდნენ. წყვილმა ქორწილის აღსანიშნავი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
![](http://fashiontime.ge/wp-content/uploads/2022/11/american-journal-1-1024x602.jpg)