გიორგი ქებურიასთვის საყვარელი 80-იანი წლები

გიორგი ქებურიასთვის საყვარელი 80-იანი წლები

გიორგი ქებურია მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მონაწილეა და საკუთარ ორიგინალურ და გამორჩეულ ხედვას მისი საშუალებით აცნობს ქართველ და უცხოელ სტუმრებს. 

ქებურიამ საკუთარი ბრენდი თბილისში დააფუძნა. ის თვითნასწავლი დიზაინერია, რომელიც განსხვავებული კონცეფციების სიურრეალისტურ კოლექციებში საკუთარ ამოუწურავ ფანტაზიას გამოხატავს.

აღსანიშნავია, რომ ის თბილისის მოდის კვირეულმა აღმოაჩინა, როდესაც საუკეთესო ახალბედა დიზაინერად დაასახელეს სადებიუტო კოლექციისთვის.

ორი წლის შემდეგ კი მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა საკუთარი კაფსულა კოლექციით, როდესაც 2012 წელს Be Next-ის კონკურსში გაიმარჯვა.

2023/24 შემოდგომა-ზამთრის კოლექცია კვლავ გამოხატავს დიზაინერის დიდ სიყვარულს 80-იანი წლების მიმართ.

ფერადი პარიკები, შავისა და ფერადი ქსოვილების კომბინაცია, დიზაინერის საყვარელი ხელოვნური ბეწვეული, ვარდისფერი, იასამნისფერი, მწვანე და შავი ფერები და მათი კომბინაცია, ლაკის მაღალი პლატფორმები თეთრ, შავ და წითელ ფერებში, ტყავი და ბადე კოლჰოტები – ეს ყველაფერი გიორგი ქებურიას ხელმა ერთ კოლექციაში გააერთიანა და მას საერთო ხედვა მიანიჭა. 

წყარო: nargismagazine.ge