1-ელ ოქტომბერს ბრუნო მარსი თბილისში იმღერებს

1-ელ ოქტომბერს ბრუნო მარსი თბილისში იმღერებს

1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ლეგენდარულ – ბრუნო მარსს უმასპინძლებს!

ბრუნო მარსი 15 გრემის, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდის და სხვადასხვა მუსიკალური პრიზების მფლობელია, რომელიც დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია.

პოპ მუსიკის, R&B, ფანქისა და სოულის სინთეზით მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელი შემოქმედია. ცნობილი ალბომები Doo-Wops&Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ბრუნო მარსი უამრავი ადამიანის საყვარელი კომპოზიციების ავტორად ითვლება.

ქართველი მსმენელი ბილეთების შეძენას 20 ივნისს 10:00 საათიდან შეძლებს, ბილეთები TKT.GE-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაიყიდება.