ნაომი კემპბელის 53 წლის ასაკში მეორე შვილი შეეძინა

ნაომი კემპბელის 53 წლის ასაკში მეორე შვილი შეეძინა

ნაომი კემპბელი ორი შვილის დედა გახდა.

ხუთშაბათს, 29 ივნისს, 53 წლის სუპერმოდელმა გამოაცხადა მეორე შვილის, ბიჭის დაბადების შესახებ. მოულოდნელი განცხადება კემპბელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და თან დაურთო ფოტო, სადაც ახალშობილსა ეხუტება. კადრში ჩანს, მისი ორი წლის ქალიშვილის ხელიც.

„ჩემო პატარა ძვირფასო, იცოდე, რომ შენ უსაზღვროდ ძვირფასი ხარ და გარშემორტყმული ხარ სიყვარულით იმ მომენტიდან, როცა შენი გამოჩენით გაგვალამაზე“, – დაწერა მან პოსტის წარწერა.

„ჭეშმარიტი საჩუქარი ღვთისგან, დალოცვილი იყავი! არასოდეს არ არის გვიან გახდე დედა“- განაგრძო მოდელმა.

აღსანიშნავია, რომ კემპბელი პირველი შვილის დედა 50 წლის ასაკში გახდა.