ბუტიკი „ლოლა“ – იყავი გამორჩეული

ბუტიკი „ლოლა“ – იყავი გამორჩეული

თუ გაინტერესებთ, როგორ იყოთ ელეგანტური და მოდური, მაშინ, როცა კომფორტული ტანსაცმელი გაცვიათ, პასუხია ყოველდღიური სტილის (ე.წ „ქეჟუალი“ – casual) ტანისამოსი.

ეს არის სტილი, რომელიც აერთიანებს როგორც ტანზე მომდგარ, ასევე თავისუფლად გაშვებულ სილუეტს – სწორი ჭრილები და არაფორმალური მოდელები იდეალურად ინარჩუნებენ ბალანსს ელეგანტურობასა და მოხერხებულობას შორის.

ჯინსი მშვენიერ პერანგთან ან პრინტიან ბლუზთან, არის კომბინაცია, რომელიც თითქმის ყველა სიტუაციას ერგება. დაამატეთ მას კლასიკური პიჯაკი და მზად ხართ! თუ პარიზელებს დავუჯერებთ, როცა სადილზე ხართ დაპატიჟებული და ზუსტად არ იცით, რა არის დრესკოდი, ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ ჯინსსა და პიჯაკს, რომლებიც შეხამებულია მაღალქუსლიან სანდლებთან.

ლელა ქორჩილავა

თუ ღონისძიება ელეგანტურია – მეტი დახვეწილობისთვის სწორად შეუხამეთ ფეხსაცმელი, ხოლო თუ ის არაფორმალურია – უბრალოდ დასხედით მაგიდასთან და ფეხსაცმელიც ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

ბევრი ფიქრი ნამდვილად არ დაგჭირდებათ, როცა შოპინგზე ბუტიკ „ლოლას“ ესტუმრებით.

ფერთა სიმრავლე, სიჭრელე და ყველასგან გამორჩეული სამოსი თქვენს ყურადღებას მაღაზიაში შესვლისთანავე მიიპყრობს.

რაც მთავარია ზუსტად გეცოდინებათ, რომ იმოსებით მხოლოდ ექსკლუზიური სამოსით.

„13 წელია ჩემი ბუტიკი არსებობს და ბედნიერი ვარ, რომ ამ წლების მანძილზე ჩემს მომხმარებელს ვაბედნიერებ, ვალამაზებ და ვაცმევ მხოლოდ იმას, რასაც თბილისში ნამდვილად ვერ ნახავთ.

ყოველ სეზონზე ვაახლებ კოლექციას, ჩამომაქვს ექსკლუზირი სამოსი, ვთანამშრომლობ წამყვან შოურომებთან და სწორედ, ამიტომ არიან ჩემი მომხმარებლები გამორჩეულები“, – განაცხადა Fashiontime-თან საუბრისას „ლოლას“ დამფუძნებელმა, ლელა ქორჩილავამ.

ასე, რომ თუ გინდათ რომ იყოთ გამორჩეულები და განსხვავებულები უნდა ესტუმროთ ბუტიკ „ლოლას“, რომელიც მდებარეობს პეკინის 22-ში.