ჯასტინ ტიმბერლეიკი, Timbaland-ი და ნელი ფურტადო ახალ სიმღერაზე მუშაობენ

ჯასტინ ტიმბერლეიკი, Timbaland-ი და ნელი ფურტადო ახალ სიმღერაზე მუშაობენ

ჯასტინ ტიმბერლეიკი, Timbaland-ი და ნელი ფურტადო ახალ სიმღერაზე მუშაობენ. ამის შესახებ Billboard-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემსრულებლები კომპოზიციას 1-ელ სექტემბერს გამოუშვებენ. მისი სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ტრეკის გამოსვლა Timbaland-მა სოციალურ ქსელებში პატარა თიზერით დააანონსა.

ტრიომ პირველი ერთობლივი სინგლი 2007 წელს გამოუშვა. კომპოზიცია სახელწოდებით Give It to Me Billboard -ის ჩარტში Hot 100 პირველ ადგილზე მოხვდა. სიმღერა ნომინირებული იყო „გრემიზე“ კატეგორიაში „საუკეთესო ერთობლივი პოპ შესრულება“.