ცნობილი ტელეწამყვანის მესამე უიღბლო ქორწინება – „მე და ჯარჯი დავშორდით“

ცნობილი ტელეწამყვანის მესამე უიღბლო ქორწინება – „მე და ჯარჯი დავშორდით“

ტელეწამყვანი, თათია შარანგია მეუღლეს ჯარჯი თორაძეს დაშორდა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად შარანგიამ გაავრცელა.

„მე და ჯარჯი დავშორდით. საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზბზე არ ვისაუბრებ, თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში. თურმე როგორაც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე. ბოდიში გულშემატკივრებს ვისაც ჩემს იმედგაცრუებაზე გული დაწყდება. მთავარია დაცემის შემდეგ ძლიერად წამოდგე ფეხზე და გპირდებით ამაში არ დაგაღალატებთ.“

ცნო­ბის­თვის, თა­თია შა­რან­გი­ამ ჯარ­ჯი თო­რა­ძე­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ივ­ნის­ში იქორწინა. ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია თა­თი­ას და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ი­მარ­თა. შა­რან­გი­ამ და თო­რა­ძემ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი მცხე­თა­ში, “მა­რა­ნი ჰოლ­ში“ გა­და­ი­ხა­დეს.

ეს თა­თი­ას­თვის მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იყო. პირ­ვე­ლად ის ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვილ­ზე, ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მათი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სამ წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. ამ ქორ­წი­ნე­ბი­დან თა­თი­ას ჰყავს ორი შვი­ლი, ედუ­არ­დი და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი. თა­თია შა­რან­გია მე­ო­რე მე­უღ­ლეს, სან­დრო შე­ლი­ას ათწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და­შორ­და, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო ვაჟი ჰყავს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე მე­უღ­ლეს, ჯარ­ჯი თო­რა­ძეს, მას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს.