რატომ ამბობენ, რომ ის ინვალიდის ეტლშია? – როგორია სელინ დიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

რატომ ამბობენ, რომ ის ინვალიდის ეტლშია? – როგორია სელინ დიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

სელინ დიონმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკონცერტო ტური გააუქმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მომღერალი განუკურნებელი დაავადებით იყო დაავადებული.

“მე დამისვეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი, რომელსაც “დაჭიმული კუნთების სინდრომი” ჰქვია და მილიონიდან ერთ ადამიანს აწუხებს“, – თქვა მომღერალმა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში სელინის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. ცნობილია, რომ დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადამიანები ხდებიან „ცოცხალი ქანდაკებები“: კუნთები უკონტროლოდ იწყებს მოძრაობას, სხეული თავად იწყებს უჩვეულო პოზების მიღებას, ზოგადად, ადამიანმა შეიძლება შეწყვიტოს სიარული და საუბარიც კი.

მომღერლის დამ, კლოდეტმა, ინტერვიუში სელინის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

კანადურ გამოცემა showbizz.net-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მომღერალი მკურნალობის რთული პროცესის გამო დეპრესიაში არ ჩავარდნილა. პირიქით, ინარჩუნებს ოპტიმისტურ დამოკიდებულებას და ყველაფერს აკეთებს დაავადების დასაძლევად. თუმცა, 74 წლის კლოდეტის თქმით, პროგრესი ჯერ კიდევ მცირეა.

დიონი რეგულარულად სტუმრობს სპეციალისტებს ლოს-ანჯელესში, რომლებიც იკვლევენ მის დაავადებას. იმედს არ კარგავს, რომ ამ განუკურნებელი დაავადების განკურნება მაინც მოხერხდება.

კლოდეტი აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან რთულია ახალი ამბების წაკითხვა, რომელშიც სელინს მიაწერენ სერიოზულ გართულებებს ონკოლოგიის სახით: ”რატომ მიჰყვება მას პრესა? რატომ ამბობენ, რომ ის ინვალიდის ეტლშია? რატომ ამბობენ, რომ მას კიბო ჰქონდა? ეს არასწორია.”

ქალი არ უარყოფს, რომ სელინის „კუნთების დაჭიმვის სინდრომი“ აგრძელებს განვითარებას და შესაძლებელია, რომ დიონს რეალურად მოუწიოს ინვალიდის ეტლში ჯდომა.

„ჩვენ ვერ ვიპოვით ეფექტურ განკურნების გზას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმედის შენარჩუნება. მართალი გითხრათ, ვფიქრობ, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება, დასვენებაა. ის ყოველთვის დაძაბულია, ყოველთვის ცდილობს ყველაფერი სხვებზე უკეთ გააკეთოს და პირველი იყოს“ – ამბობს კლოდეტი.

თარგმნა marao.ge