ცნობილი ადამიანები ომის წინააღმდეგ

ცნობილი ადამიანები ომის წინააღმდეგ

გასართობი ინდუსტრიის 55-მა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ჯო ბაიდენისადმი მიწერილ ღია წერილს, რომელიც ისინი აშშ-ს პრეზიდენტს ისრაელსა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

ხელმომწერებს შორის არიან ხოაკინ ფენიქსი, ქეით ბლანშეტი, ჯონ სტიუარტი, კრისტენ სტიუარტი, მარკ რუფალო, სანდრა ო, ჯესიკა ჩესტეინი და რამი იუსეფი.

“თქვენს ადმინისტრაციას და მსოფლიოს ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, პატივი სცენ წმინდა მიწაზე ყველა მცხოვრებთა სიცოცხლეს. მოგიწოდებთ, ხელი შეუწყოთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას – დასრულდეს ღაზის დაბომბვა და მძევლები უსაფრთხოდ გათავისუფლდნენ”. – ნათქვამია წერილში.