ჯიმი კიმელი ოსკარების 96-ე ცერემონიას წაიყვანს

ჯიმი კიმელი ოსკარების 96-ე ცერემონიას წაიყვანს

ჯიმი კიმელი ოსკარების 96-ე ცერემონიას წაიყვანს, რომელიც დოლბის კინოთეატრში 2024 წლის 10 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ეს კიმელისთვის ოსკარების მეოთხე დაჯილდოება იქნება. მან დაჯილდოებას 2017, 2018 და 2023 წლებში უმასპინძლა.

ტელეწამყვანი 2012, 2016 და 2020 წლებში ასევე მასპინძლობდა „ემის“ დაჯილდოებასაც. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ჯიმი კიმელმა დაჯილდოების ტრანსლაციის რეიტინგი 16.6 მილიონი მაყურებლისგან 19 მილიონამდე გაზარდა.

2021 წელს, როდესაც კიმელი დაჯილდოების წამყვანი არ იყო, მაყურებლის რაოდენობა 10.4 მილიონამდე შემცირდა.