სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა

სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა, ამის შესახებ საქართველოს კინოსტუდიის სოციალურ ქსელში ვკითხულობთ:

„კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არის საქართველოს დოკუმენტური ასოციაცია დოკას თავმჯდომარე და ასევე, საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრი. სალომე ჯაში არის რეჟისორი საერთაშორისო კინოსცენაზე აღიარებული ფილმებისა, როგორებიცაა, მოთვინიერება, Taming the Garden, დაისის მიზიდულობა, ბახმარო და სხვა. საქართველოს კინოინსტიტური ულოცავს სალომე ჯაშს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალი პროექტების განხორციელებაში”

სალომე ჯაში არის რეჟისორი საერთაშორისო კინოსცენაზე აღიარებული ფილმებისა, როგორებიცაა, “მოთვინიერება”, Taming the Garden “დაისის მიზიდულობა”, “ბახმარო” და სხვა. დაჯილდოების ცერემონია 18 მარტს ბერლინში გაიმართება.