ბრიტნი სპირსი სოციალური ქსელებისგან ისვენებს

ბრიტნი სპირსი სოციალური ქსელებისგან ისვენებს

ბრიტნი სპირსმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელისგან თავს შორს დაიჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.

„როგორც ჩანს ძალიან ხშირად ვაქვეყნებ პოსტებს. ასე რომ ამ თვეში თავს შევიკავებ და მხოლოდ წარსულსა და მომავალზე დავპოსტავ!!! ეს აპრილის ვიდეოა… იმედია კარგი კვირა გაქვთ“, – დაწერა ვარსკვლავმა.