ჯეიმი ფოქსმა თავისი $10.5 მილიონიანი სახლი სადღესასწაულოდ მორთო

ჯეიმი ფოქსმა თავისი $10.5 მილიონიანი სახლი სადღესასწაულოდ მორთო

ჯეიმი ფოქსმა თავისი $10.5 მილიონიანი სახლი სადღესასწაულოდ მორთო. ამის შესახებ ინფორმაციას Page Six ავრცელებს.

მსახიობმა ამისთვის ათასობით საშობაო დეკორაცია გამოიყენა. დეკორაციები ფოქსის ტერიტორიის შესასვლელიდან იწყება და მისი სახლისკენ მიუყვება. გზად რამდენიმე ხეც მორთულია ისევე, როგორც სახლის გარე ფასადი.

მოსართავად მსახიობს თეთრი და ყვითელი ნათებები აქვს გამოყენებული. გარდა ამისა, შადრევანთან თოვლის კაცისა და სანტა კლაუსის ფორმის დეკორაციებიც აქვს განთავსებული, ეზოს ნაწილი კი დაფარულია ტკბილეულის ფორმის სხვა და სხვა ფერის მოსართავით.