„ოქროს გლობუსის“ ნომინანტები ცნობილია

„ოქროს გლობუსის“ ნომინანტები ცნობილია

„ოქროს გლობუსის“ ნომინანტები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნომინაციების რაოდენობის მიხედვით ფავორიტი წლის ორი ყველაზე გახმაურებული სურათი „ბარბი“ და „ოპენჰაიმერი“ გახდა. გრეტა გერვინგის „ბარბი“ 9, კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ კი 8 ნომინაციაზეა წარდგენილი.

ჯილდოს მისაღებად 7 ნომინაციაში იბრძოლებს მარტინ სკორსეზეს ფილმი „ყვავილის მთვარის მკვლელები“.

„ოქროს გლობუსის“ პრეტენდენტ მსახიობებს შორის არიან ემა სტოუნი, ლეონარდო დი კაპრიო, კილიან მერფი და დევაინ ჯოი რენდოლფი.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაიმართება.