სელინ დიონმა კუნთებზე კონტროლი დაკარგა – მომღერალმა ევროპული ტურნე გააუქმა

სელინ დიონმა კუნთებზე კონტროლი დაკარგა – მომღერალმა ევროპული ტურნე გააუქმა

სელინ დიონმა ნევროლოგიური დაავადების გამო კუნთებზე კონტროლი დაკარგა

სელინ დიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებს. გასულ წელს 55 წლის მომღერალს იშვიათი ნევროლოგიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, სახელად ხისტი პიროვნების  სინდრომი. მისმა დამ კლოდეტ დიონმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ 7Jours-ს პოპ- ვარსკვლავის  ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ ახალი ინფორმაცია გაუზიარა  .

„სელინი ბევრის მუშაობს ჯანმრთელობის აღდგენაზე, მაგრამ საკუთარ კუნთებს ვერ აკონტროლებს. ყველა ოცნებობს მის სცენაზე დაბრუნებაზე, მაგრამ როგორ? ხმის იოგები კუნთებია, გულიც კუნთია. ამის გამო ვნერვიულობ“, – განუცხადა  კლოდეტმა გამოცემა 7 Jours-ს.

ერთი წლის წინ სელინ დიონმა გაამხილა, რომ ექიმებმა მას ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც კუნთების სპაზმს იწვევს. მომღერალმა თქვა, რომ ამის გამო მას არა მხოლოდ სიმღერა, არამედ ცხოვრების ჩვეული წესის შენარჩუნებაც უჭირს. სელინ დიონმა ევროპული ტურნე და სხვა დაგეგმილი გამოსვლები გააუქმა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ეს დაავადება მილიონში 1-2 ადამიანს უდგინდება.