როგორ უვლის თავს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი

როგორ უვლის თავს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი როუზი ჰანტინგტონი სილამაზის საიდუმლოს ამხელს და ქაბატონებს ერთგვარ რჩევებს აძლევს.

“პირველი, რასაც დილით ვაკეთებ, ეს არის სახის გაწმენდა. ნაჭერს თბილ წყალში ვალბობ და სახის გარშემო ნელი მოძრაობით ვატრიალებ. ვიყენებ Resorè-ს პირსახოცს, რაც ანტიბაქტერიულია და იმის შეგრძნება არასდროს მიჩნდება, რომ პირსახოცი ჭუჭყიანია. სახის გასასუფთავებლად ZO Skin Health-ის ხაზის პროდუქციას ვიყენებ.

ვიწყებ გამწმენდით, შემდეგ გადავდივარ კანის ამქერცლავ კრემსა და ინტენსიურ სკრაბზე, რაც მკვდარი უჯრედების მოშორებაში მეხმარება.”

“როდესაც გადაღებები მაქვს, მძიმე მაკიაჟი მისვია და შესაბამისად კანის გასუფთავების პროცესი უფრო დატვირთულია. სახის გასასუფთავებლად Kopari-ის ქოქოსის ბალზამს ვიყენებ.

ზოგადად, ქოქოსის ზეთი ბუნებრივია და მისი გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება, მე მაგალითად ამ პროდუქტს არამხოლოდ სახის კანის, არამედ თმის ბოლოების დასატენიანებლად ვიყენებ.”

Jason Statham, Rosie Huntington-Whiteley – Rosie Huntington-Whiteley Photos – Zimbio

“გამუდმებით ვსწავლობ და ამ შემოქმედებაში ყველაზე მეტად სწორედ ეს მიყვარს. ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთ ვიზაჟისტთან ვითანამშრომლე და მათგან ბევრი საჭირო რჩევა მივიდე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველას გამსხვავებული მიდგომა აქვს სილამაზის რუტინასთან, მაინც არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ყველასთვის საერთოა. ჩემთვის ბოლო დროის ყველაზე სასარგებლო აღმოჩენა არაკომედოგენური პროდუქტების ვამოყენება იყო.

ამ მიგნებამ ჩემი კანი რადიკალურად შეცვალა და რაც მთავარია აკნესგან გაათავისუფლა”, – ამბობს მოდელი.