კოლუმბიაში, შაკირას გიგანტური ქანდაკება დადგეს

კოლუმბიაში, შაკირას გიგანტური ქანდაკება დადგეს

კოლუმბიაში, შაკირას მშობლიურ ქალაქ ბარანქილაში მომღერლის გიგანტური ქანდაკება დადგეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრინჯაოს ქანდაკების სიმაღლე 6,5 მეტრია და ის მოცეკვავე შაკირას ასახავს ვიდეორგოლიდან Hips Don’t Lie.

ქანდაკების გახსნას შაკირას მშობლები და ბარანქილას მერი დაესწრნენ.