არ უნდა გვქონდეს არასრულფასოვნების კომლექსი – მონიკა ბელუჩი

არ უნდა გვქონდეს არასრულფასოვნების კომლექსი – მონიკა ბელუჩი

ქალებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც თავად თვლიან სწორად და არა ის, რასაც საზოგადოება მიიჩნევს სწორად, – ამის შესახებ იტალიელმა ვარსკვლავმა, 59 წლის მონიკა ბელუჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ათწლეულების წინ მუშაობის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, დღეს ქალებმა საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი დაცვა ისწავლეს.

„დღეს ძალიან ბევრი პროცედურა არსებობს იმისთვის, რომ ქალებმა საკუთარ თავზე იზრუნონ და დაბერების პროცესი ოდნავ მაინც შეაფერხონ.

პირადად მე, არავის არაფერს არ ვურჩევდი, რადგან ასაკის მატების პარალელურად მიმდინარე ტრანსფორმაცია ძალიან პირადულია ჩემთვის.

ქალებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც თავად თვლიან სწორად და არა ის, რასაც საზოგადოება მიიჩნევს სწორად. დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრება ჩემი ასაკის ქალბატონებისთვის შედარებით პრივილეგირებულია.

50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ათწლეულების წინ მუშაობის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, დღეს ქალებმა საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი დაცვა ისწავლეს.

მინდა ყველამ დაიმახსოვროვს, რომ მთავარია ვნება და მონდომება ჩადო საკუთარ საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხარ, ყოველთვის შეგიძლია ხელოვნება შექმნა. თუ მონდომებული ხარ, ყველაფერი გამოგივა.

რა თქმა უნდა, არავის მოსწონს ასაკის მატება, რადგან ეს არის ბრძოლა, რომელიც ზუსტად იცი, რომ ერთ დღეს აუცილებლად უნდა წააგო…

ვფიქრობ, ერთადერთი, რაც წლების გასვლის შემდეგ გვმატებს სექსუალურობას ეს არის გამოცდილება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ვიღებთ. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ არარელევანტურია, არ უნდა გვქონდეს არასრულფასოვნების კომლექსი და არ უნდა ვფარავდეთ ნაკლოვანებებს“, – განაცხადა მსახიობმა.