„მუსიკის გულების დედოფალი“

„მუსიკის გულების დედოფალი“

ლანა დელ რეიმ SKIMS-ის ვალენტინობის დღის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.

მომღერალი კიმ კარდაშიანის სამოსის ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ვინტაჟური სტილის ფოტოებით გამოჩნდა.

38 წლის მომღერალს ფოტოებში შავი, ლურჯი და ვარდისფერი სამოსი აცვია და გულის ფორმის ხავერდის ყუთში პოზირებს.

SKIMS-ის ინსტაგრამ გვერდზე ლანას სურათები სათაურით, „მუსიკის გულების დედოფალი“ გამოჩნდა. აღნიშნული კამპანია SKIMS-მა ვალენტინობის დღეს მიუძღვნა.