13 წლის ანასტასია ბაკურაძემ იტალიური პრესა აალაპარაკა

13 წლის ანასტასია ბაკურაძემ იტალიური პრესა აალაპარაკა

13 წლის ანასტასია ბაკურაძეზე, რომელიც სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელია, იტალიური პრესა წერს.

სტატიაში ჟურნალისტი ყვება ანასტასია ბაკურაძის წარმატებულ ცხოვრებასა და კარიერაზე.

პარიზის, დუბაის და ისტანმბულის შემდეგ ბრენდი ანასტასია მზადაა დაიპყროს მილანის მოდის კვირეული.

2024 წლის მოდის კვირეულის აღსანიშნავად, ქალაქი მილანი მალე გააღებს კარებს, რომელიც დაიწყება ორშაბათს 19 თებერვლიდან და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბრენდები და დიზაინერები მთელი მსოფლიოდან. ყველაზე პატარა, 13 წლის დიზაინერი ანასტასია ბაკურაძე საქართველოდან უკვე დიდი გამოცდილებით მოდის სფეროში მზადაა გააოცოს საერთაშორისო მოდის ფესტივალის აუდიტორია.

ამ კვირას ყველაზე აქტიური და აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება 25 თებერვალს Enterprise სასტუმროს ბუტიკში Corso Sempione -ში მილანში ანასტასიას ბრენდის კოლექციით.

ლოგიკურია რომ ანასტასიას ოცნებაა გახდეს ცნობილი დიზაინერი / მოდელი (მან ბავშვობიდანვე დაიწყო საერთაშორისო პოდიუმზე სიარული, როგორც პროფესიონალი მოდელი საქართველოში სააგენტო „კატრინში“)

ამასთან, ანასტასიას მიზანია გახდეს საერთაშორისო იურისტი, გარდა იმისა რომ საუბრობს ქართულ ენაზე, ის ასევე თავისუფლად ფლობს ინგლისურს, გერმანულს და  რუსულ ენებს. ახლახანს სწავლა დაიწყო ფრანგული ენისა და იტალიურის.

სწავლობს ქართულ-ამერიკულ სკოლაში, ვოკალის აკადემიაში და ცეკვავს სუხიშვილებში. ამასთან, ტელეკომპანია “პალიტრა ნიუსზე” რუბრიკის “წარმატებულის ფორმულა” თანაწამყვანია.

გილოცავთ ანასტასია, თქვენ დაესწრებით Arte,’s TV – ში მოდურ და დაუვიწყარ ღონისძიებას ჩვენ კორესპონდენტთან რობერტა სირაკუზასთან ერთად.

ფოტოგრაფი მარკო მაიოლინო, საბინო დი კიანო, პიპო ფალა და ფოტოგრაფი მიქელ პადუა.