მილანის მოდის კვირეულზე ქართული ბრენდი „ანასტასია“ მიიღებს მონაწილეობას

მილანის მოდის კვირეულზე ქართული ბრენდი „ანასტასია“ მიიღებს მონაწილეობას

„პალიტრანიუსის“ ეთერში, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ და გადაცემის „მონეტიზაცია“ ერთობლივი პროექტი „წარმატების ფორმულა“ გავიდა, რომლის წამყვანიც ყველასათვის კარგად ნაცნობი ქალბატონი ეკა მგალობლიშვილია, ხოლო მისი თანაწამყვანები ულამაზესი გოგონები, „კატრინის“ პროფესიონალი მოდელები მარიამ მირიანაშვილი და ანატასია ბაკურაძე გახლავთ.

გადაცემის სტუმრები იყვნენ ფესტივალის „მსოფლიოს ამომავავალი ვარსკვლავი“ მოდელები, „დედოფალი 2022“-ის ტიტულის მფლობელი, ბიზნესრეპორტიორი ნინა ჯალიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რუბრიკის გენერალური სპონსორია სასტუმრო „თბილისი თაუერი“, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანი 98-ნომერში.  ასევე, რუბრიკის პარტნიორია ქართული სამოსის ბრენდი – ჩოხა ჯი.

გადაცემაზე და მის გარშემო არსებულ სიახლეებზე Fshion Time-თან ტრადიციულად რუბრიკის „წარმატების ფორმულა“ წარმატებულმა ავტორმა და თანაწამყვანმა, ეკა მგალობლიშვილმა ისაუბრა:

„ვსაუბრობთ საერთაშორისო ფესტივალებზე, კონკურსებზე, მოდის კვირეულებზე, თუმცა ამ ეტაპისთვის დიდი ინტერესესისა და ყურადღების ცენტრშია ფესტივალი მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი. ჩვენი ულამაზესი სტუმარია, ნინა ჯალიაშვილი, რომელიც გადაცემის „მონეტიზაცია“ პროდიუსერი და ბიზნესრეპორტიორია. 2023 წელს მან მიიღო მონაწილეობა კონკურსში, 30 ქალს შორის, ამაზე ის თავადაც მოგვახსენებს და დაჯილდოვდა ნომინაციით, გაიმარჯვა კნკურსზე „წლის დედოფალი 2023“.

მე ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ამაზე ნინა, ამ კონკურსმა, ამ ტიტულმა რა პერსპექტივები მოუტანა მას. გარდა იმისა, რომ ჩვენი თანაწამყვანები იქნებიან სამოდელო სააგენტო „კატრინის“ წარმატებული მოდელები მარიამ მირიანაშვილი და ანასტასია ბაკურაძე, მე მოვიწვიე პატარა მოდელები, რომლებიც უკვე ერთი წელია სამოდელო სააგენტო „კატრინს“ შემოუერთდნენ და 21 იანვარს „ბილტმორში“ გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი“, სადაც ჩვენმა მკითხველმა ძალიან კარგად იცის 25 ქვეყანა იყო სტუმრად ჩამობრძანებული და 25 ქვეყნის 250 სტუმარს ვუმასპინძლეთ ჩვენ საქართველომ.

საქართველოს სახელით ჩვენთან ფესტივალზე წარდგნენ ნატალი ჩავლეიშვილი და სარა ალჯამარი და უამრავ მონაწილეს შორის თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს და აიღეს გრამპრი. აი ასე ასახელეს საქართველო. ორივე პრინცესასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები ძალიან დიდი მაქვს. მილანში ორივეს პორტფოლიო მიმაქვს. მოგეხსენებათ, მილანის მოდის კვირეულზე მიწვეულია ქართული ბრენდი „ანასტასია“ და ამ ყველაფერსზე ანასტასია ბაკურაძე თავად ისაუბრებს. შემდგომ გვაქვს მილანის ტელევიზიაში ჩვენება და 3 მარტს მივფრინავთ პარიზში, სადაც პარიზის მოდის კვირეულში მივიღებთ მონაწილეობას, 5 -ში საქართველოში ვბრუნდებით და 16 მარტს საქართველოს მასშტაბით მექნება არაჩვეულებრივი ფესტივალი Mini little teen georgia 2024. მე აღვნიშნე არაერთხელ და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ პატარებს შორის არ იქნება კონკურსი, იქნება ფესტივალი, ლამაზი დღესასწაული, სადაც ყველა პატარა დაჯილდოვდება დიპლომით, ნომინაციით, გვირგვინითა და სამახსოვრო საჩუქრით, თუმცა სასცენო მონაცემების მიხედვით ყოველთვის გამოვარჩევთ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებს“, – განაცხადა ეკა მგალობლიშვილმა.

FshionTime-თან მილანში დაგეგმილ მოდის კვირეულზე, ისაუბრა გადაცემის ერთ-ერთმა თანაწამყვანმა, მოდელმა და დიზაინერმა ანასტასია ბაკურაძემ.  

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ შავ-თეთრი იქნება ჩემი კოლექცია, ეს ფერები ავარჩიე იმიტომ, რომ მოდას არასოდეს ტოვებს, ეს ფერები არის ძალიან აქტუალური და ძალიან მიხარია, იმედი მაქვს კიდევ ერთხელ ვასახელებ საქართველოს და გავაოცებ იტალიისა და პარიზის პრესას. მიწვეული ვართ იტალიის ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც გვექნება ჩვენება და იქნება ძალიან საინტერესო ინტერვიუ“ – განაცხადა ანასტასია ბაკურაძემ.

მილანში დაგეგმილ მოდის კვირეულზე ისაუბრა გადაცემის ერთ-ერთმა თანაწამყვანმა მარიამ მირიანაშვილმა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მილანის მოდის კვირეულზე მიწევს ქართული ბრენდის „ანასტასია“ სსაოსის ჩაცმა. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო მასშტაბის ცნობადობა ექნება ამ ბრენდს. მინდა ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მაჩუქა ეს ტური იტალიაში, მადლობა მას ამ  შესაძლებლობისთვის“, – აღნიშნა მარიამ მირიანაშვილმა.

ჩვენს მკითხველს რუბრიკის პატარა სტუმრებმა, ფესტივალის „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი” ტიტულოსნებმა ნატალი ჩავლეიშვილმა და სარა ალჯამარმა ფესტივალის შესახებ თავისი ემოციები გაანდეს.

„ძალიან მომეწონა, რომ მთელი ფესტივალის განმავლობაში ვეკონტაქტებოდი და დავუმეგობრდი უამრავ ბავშვს. ამ ფესტივალის მიმდინარეობისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემი გამოსვლა. ძალიან ბედნიერი ვარ მონაწილეობა მივიღე ფესტივალში მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი.

მართალია ვნერვიულობდი, რადგან პირველად მივიღე მსგავს ფესტივალში მონაწილეობა, თუმცა ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და გრანპრი ავიღე, როდესაც გრანპრის მფლობელი გავხდი და ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, ძალიან ამაღელვებელი და ბედნიერი მომენტი იყო ჩემთვის“,  – განაცხადა ნატალი ჩავლეიშვილმა.

„მე ძალიან მომეწონა ფესტივალი, ძალიან ბედნიერი ვიყავი რადგან ფესტივალზე გრამპრი ავიღე.

25 ქვეყანასთან ერთად ვმონაწილეობდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის“ – თქვა სარა ალჯამარმა.

„მე გახლავართ გადაცემის „მონეტიზაცია“ პროდიუსერი და ბიზნესრეპორტიორი ნინა ჯალიაშვილი, უკვე წლებია რაც ეკა მგალობლიშვილთან ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებს. როდესაც ჩატარდა მსოფლიო კონკურსი „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი“, სადაც 48 ქვეყანას იღებდა მონაწილეობა, საქარველოს სახელით წარვსდექი და გავხდი წლის დედოფალი. ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ეს ტიტული. ყოველიმე ამან შემმატა თავდაჯერებულობა, აამაღლა ჩემი თვითშეფასება და ძალიან გამაბედნიერა ამ ფაქტმა.

გარდა იმისა, რომ დღევანდელი გადაცემაც ეძღვნება ფესტივალ მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავს, ეკა მგალობლიშვილის რუბრიკის სტუმარი გახლავართ.

მინდა აღვნიშნო რომ 2023 წელს გვირგვინი გადავეცი უკვე სხვა ქვეყანას.

ეს იყო ზოგადად პირველი კონკურსი ჩემთვის, იქამდე არ მქონია შეხება არანაირ სამოდელო საქმიანობასთან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ ეკა მგალობლიშვილის აღმოჩენა, იმიტომ რომ მან მიმაბარა მარკუს მეტრეველს, რომელმა მასწავლა დეფილეზე სიარული, პოზირება და ა.შ.

ძალიან  კარგად მახსოვს ის მომენტი, როდესაც გავდიოდი პოდიუმზე მახსოვს, როგორ მიცემდა გული, როგორ ვღელავდი  და განვიცდიდი, თუმცა, ძალიან ბედნიერი მომენტები იყო, ძალიან დასამახსოვრებელი, როდესაც გაჟღერდა საქართველო და გადმომეცა ეს გვირგვინი“ – განაცხადა ნინა ჯალიაშვილმა.