აპამეჰ შიონაუერი „მის გერმანია 2024“ – რა ვიცით მის შესახებ?

აპამეჰ შიონაუერი „მის გერმანია 2024“ – რა ვიცით მის შესახებ?

„მის გერმანია 2024″-ის გამარჯვებული, 39 წლის ბერლინელი არქიტეტორი აპამეჰ შიონაუერი გახდა.

„მის გერმანია“  თავდაპირველად მხოლოდ სილამაზის კონკურსი იყო. 2019 წლის შემდეგ შეიცვალა მიმართულება და კონკურსის გამარჯვებული ხდება  არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობის ქალბატონი, არამედ წარმატებული და შემოქმედებითი წინსვლის მქონე, ქველმოქმედი ან უფლებადამცველი.

… და მთავარი დეტალი, გამარჯვებულს გვირგვინს აღარ ადგამენ..

ქალბატონი, რომელიც „მის გერმანია 2024“ გახდა, ორი შვილის დედაა. 6 წლის ასაკიდან ოჯახთან ერთად ირანიდან გერმანიაში გადმოვიდა საცხოვრებლად, რათა მას და მის დას თავისუფლად ეცხოვრათ… დიქტატურისთვის თავის დაღწევა არ იყო ადვილი გზა..

ის გახდა წარმატებული ქალი გერმანიაში. ქველმოქმედი და ირანელი ქალების დამცველი..

15 000 კონკურსანტს შორის გამარჯვება ადვილი არ იყო, მაგრამ მისი წარმატებული საქმიანობა გახდა მისი გამარჯვების საწინდარი.

ორგანიზატორების თქმით, აპამეჰ შიონაუერი – „ქალი-ლიდერი” – 25000 ევროს ოდენობით ფულად ჯილდოს მიიღებს. მიმდინარე შეჯიბრების სიახლე ასაკობრივი ცენზის გაუქმება იყო. ახლა 18 წლის და უფროსი ასაკის ყველა ქალს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. წლევანდელი კონკურსის ყველაზე ხანდაზმული ფინალისტი 42 წლის ჰამბურგელი სექს-კონსულტანტი მინონ კოვოლიკი იყო, ყველაზე ახალგაზრდა კი წარმოშობით განელი 22 წლის ფსიქოლოგი ესენიდან, ადვოა ავუა.