ბელა ჰადიდი დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე: იგი დაესწრო რეჟისორ ალი აბასის ფილმის “შეგირდი” პრემიერას, რომელიც კანის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
გამოსასვლელად ბელამ თამამი სახე აირჩია: შიშველ ტანზე სენ ლორანის გამჭვირვალე კაბა.
ბოლო დროს ბელა დიდ დროს ატარებს რანჩოზე თავის ახალ შეყვარებულთან, პროფესიონალ ცხენოსან ადან ბანუელოსთან ერთად. მან ასევე, ცოტა ხნის წინ გამოუშვა საკუთარი პარფიუმერიის ბრენდი Orebella და ღონისძიებაზე მას მხარი დაუჭირეს ნათესავებმა და მისმა ახალმა პარტნიორმა.