ანასტასია ბაკურაძე – ეს სახელი და გვარი ქართველი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობია, თუმცა ორმაგად საამაყოა, რომ შენი ქვეყნის მოქალაქე მსოფლიო მასშტაბით აღწევს წარმატებას და საქართველოს სახელი ისმის მრავალი ქვეყნის სცენაზე, სადაც ფრიალებს ქართული დროშა და ისმის ქართული ჰიმნი.
ანასტასია ბაკურაძე სამოდელო სააგენტო „კატრინში“ ბავშვობიდან მოღვაწეობს. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო აღიარება, ჯილდო, გრან პრი, პრიზი, ტიტული, დიპლომი და გვირგვინი, რომელიც ახალგაზრდა მოდელს ყოველთვის ამშვენებს.
ის სულ ახლახანს კანის კინოფესტივალიდან დაბრუნდა სამშობლოში. როგორც ანასტასიამ fashiontime-ს განუცხადა, ის უკვე მესამედ იმყოფებოდა კანის კინოფესტივალზე და ყოველჯერზე დიდი ემოციებით ივსება.
„კანის კინო ფესტივალის ფარგლებში, მონაკოში, სასტუმრო ჰერმიტაში ტარდება „ტიფანის“ მოდის კვირეული, სადაც ტიფანის სპეციალური მიწვევით სამოდელო სააგენტო „კატრინმა“ და ბრენდმა „ანასტასია“ მიიღო მონაწილეობა.
წარვადგინეთ 15 ლუქი. ჩვენებაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც „კატრინის“ მოდელები, ასევე რუმინეთიდან, აფრიკიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან მოწვეული მოდელები.
მინდა აღვნიშნო რომ წელს პირველად ნინი შერმადინმა გახსნა ტიფანის მოდის კვირეული და მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა, ემოციებს იმ ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გამოხატავდნენ, რომელიც დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა.
საქართველოდან ჩემთან ერთად იყვნენ იოანა შერვაშიძე, ნუცა გრიგალაშვილი, მარიამ ზურაბიშვილი, ლუსი ოქროპირიძე, ლიკა ტერტერაშვილი და რა თქმა უნდა, „კატრინის“ დამფუძნებელი და დირექტორი ეკა მგალობლიშვილი.
კანის კინო ფესტივალზე უკვე მესამედ ვიყავი მიწვეული და ყოველ ჩასვლაზე ემოციებს ერ ვმალავ. იქ გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის აღმოჩენა იყო, სიახლე, სიკაშკაშე, ირგვლივ უამრავი ცნობილი მსოფლიო ვარკსვლავი, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, ამასთან, მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ ადგილობრივი მედიისთვის გამეზიარებინა ჩემი ემოციები.
მეამაყება რომ წითელ ხალიჩაზე „კატრინელები“ წარვსდექით ძალიან მაღალ დონეზე, ყველანაირი დრესკოდის დაცვით“, – განაცხადა ანასტასია ბაკურაძემ.