მარია გრაცია ქიურიმ Dior Resort 2025 კოლექცია წარადგინა [ვიდეო]

მარია გრაცია ქიურიმ Dior Resort 2025 კოლექცია წარადგინა [ვიდეო]

შოტლანდიის მთიან რეგიონში მდებარე დრამონდის ციხესიმაგრეში მარია გრაცია ქიურიმ Dior Resort 2025 კოლექცია წარადგინა. შოტლანდიის ისტორიითა და პანკით შთაგონებული ჩვენების ერთ-ერთი მთავარი „გმირი“ სწორედ ლოკაცია იყო – დრამონდ კასლის ბაღები შოტლანდიაში ყველაზე ლამაზადაა შეფასებული.

ბოლოს დიორის ჩვენება შოტლანდიაში 1955 წელს ჩატარდა, როდესაც Gleneagles Hotel-ში გაიმართა დეფილე. ისტორიულ მიწაზე დაბრუნება მარია გრაცია ქიურის ერთგვარი პატივისცემაა დიორის წარსულისა და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყნისადმი.

პოდიუმზე ვიხილეთ ტარტანი, კილტები, ტყავი და ბევრი სხვა საინტერესო დეტალი. ინფორმაციას fashionholicsonline.com ავრცელებს.