ვირჟინი ვიარი შანელის მოდის სახლს ტოვებს

ვირჟინი ვიარი შანელის მოდის სახლს ტოვებს

6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ფრანგი დიზაინერი, ვირჟინი ვიარი შანელის მოდის სახლს ტოვებს. ვიარმა ბრენდში 30 წელი დაჰყო.

2019 წლამდე, იგი Chanel-ის ლეგენდარული კრეატიული დირექტორის, კარლ ლაგერფელდის მარჯვენა ხელი და ატელიების ხელმძღვანელი იყო.

კარლმა იშრომა უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დიზაინერმა, გაძლო უფრო დიდხანს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დიზაინერმა, შექმნა უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დიზაინერმა, იგი შანელს 36 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

“ხუთი წლის შემდეგ, რაც ვირჟინი ვიართან, როგორც შემოქმედებით ხელმძღვანელთან ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა და მან მოდის სახლის კოდების განახლება შანელის მდიდრული კრეატიული მემკვიდრეობის პატივისცემასთან ერთად შეძლო, ასევე მოდის სახლში დაყოფილი თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ, შანელი ადასტურებს მის წასვლას,” – აღნიშნულია განცადებაში.