ნუცა გრიგალაშვილი – 13 წლის გოგონას წარმატებული ისტორია

ნუცა გრიგალაშვილი – 13 წლის გოგონას წარმატებული ისტორია

სამოდელო სააგენტო „კატრინი“ რომ წარმატების ფორმულაა იმ ბავშვების ისტორიებითაც ჩანს, რომელსაც ჩვენ დროთაგანმავლობაში გაწვდით და გაცნობთ მათ წარმატებულ ნაბიჯებს, გამოსვლებს და მსოფლიო აღიარებას.

ახლაც დიდი სიხარულით გვინდა გაგაცნოთ გოგონა, რომელმაც 13 წლის ასაკში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ის მსოფლიო პოდიუმის დაპყრობას აპირებს.

_ ნუცა, მოდი გაეცანი ჩევენს მკითხველს?

_ მოგესალმებით, მე ვარ ნუცა გრიგალაშვილი 13 წლის. 9 წლიდან ვთანამშრომლობ სამოდელო სააგენტო „კატრინთან“, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ისეთი თბილი და ოჯახური გარემოა ჩვენთან, შეუძლებელია თავი არაკომფორტულად იგრძნო „კატრინში“.

_ რატომ აირჩიე მოდელობა?

_ საუბარი როცა დავიწყე იქედან ვიძახდი, რომ მოდელი უნდა გავმხდარიყავი. ეს ჩემი საოცნებო პროფესია იყო, საერთაშორისო და წარმატებული კარიერის შექმნაში კი ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი ძალიან დამეხმარა, ეს ყველაფერი ჩვენი ერთად დაუღალავი შრომის შედეგია.

_ რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც სამოდელო სააგენტო „კატრინში“ ისწავლება?

_ როგორც ზემოთ აღვნიშნე „კატრინი“ ჩვენი ოჯახია. აქ, ყველაფერი მნიშვნელოვანი ისწავლება, პირველ რიგში ხალხთან ურთიერთობა და დამოკიდებულება, ერთმანეთის და უცხო გარემოში ურთიერთობები,  მეტყველება, დეფილე, კამერასთან მუშაობა, დახვეწილი მანერები და ა.შ. ყველაფერი, რაც ადამიანს წარმატებისთვის სჭირდება.

_ „კატრინის“ მეშვეობით არაერთ საერთაშორისო კონკურსზე მოხვდი. მოგვიყევი რომელი კონკურსი თუ ფესტივალი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

_ დიახ, ნამდვილად. „კატრინის“ წყალობით არაერთ ქვეყანაში, კონკურსსა თუ ფესტივალზე გახლდით მიწვეული, წელიწადში რამდენჯერმე გვიწევს სხვა ქვეყნებში წასვლა, გამოსვლა და მონაწილეობის მიღება. ამასთან, ჩვენი ქვეყანაც რამდენჯერმე მასპინძლობს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებს. სილამაზისა და სამოდელო კონკურსს განსაკუთრებით გამოვარჩევდი ამა წლის აპრილში ბულგარეთის ქალაქ ბანსკოში LITTLE MISS AND MISTER GALAXY, სადაც 35 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, ჩვენ კი ამ 35 ქვეყანას შორის პირველი ადგილი ავიღეთ, ნომინაციით MISS TEEN GALAXY- SUPREME 2024. ასეთი ნომინაცია საქართველოში მხოლოდ მე და ჩემს საუკეთესო მეგობარს ანასტასია ბაკურაძეს გვაქვს, ასევე მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ „ოქროს გვირგვინის“ მფლობელები, რომელიც საქართველოში MINI/LITTLE/TEEN WORLD RISING STARS დამაჯილდოვა ქალბატონმა ეკამ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადვუხადო მას.

ეკა მგალობლიშვილი და ნუცა გრიგალაშვილი

_ ტიფანის მოდის კვირეულზე მინდა გკითხო, ვისი ლუქები წარადგინე და რას ნიშნავს შენთვის ასეთ მაღალი დონის კვირეულზე გამოსვლა?

_ მონაკოში ტიფანის მოდის კვირეულზე უკვე მეორე წელია ვმონაწილეობ. წელს კი, განსაკუთრებულად წარმატებული და ლამაზი გამოსვლა გვქონდა „კატრინს“ და „კატრინელებს“, ჩვენი კოლექცია კი ნამდვილად სასწაული იყო, LUXURY BRAND ANASTASIA,  ჩემი მეგობრის ბრენდი, ანასტასია ბაკურაძის მიერ შექმნილი ბრენდი, ქართული ბრენდი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ჩვენება ანასტასიამ გახსნა, ხოლო  მთავარი „ლაინაფი“ მე მიმყავდა. უმაღლესი დონის გამოსვლა გვქონდა. იყო ოვაციები, აპლოდისმენტები, ყველა კამერა ჩვენ და ჩვენს კოლექციას იღებდა. ასეთ პატარა ასაკში, ასეთი მაღალი დონის მოდის კვირეულებზე მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა.

_ როგორც ვიცი იმყოფებოდი კანის კინოფესტივალზეც. როგორი იყო შენი ემოციები წითელ ხალიჩაზე, როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი სამშობლოში?

_ უკვე მეორე წელია, რაც წითელ ხალიჩას ვსტუმრობთ კანის კონოფესტივალზე. წელსაც საოცარი ემოციები მქონდა, ამდენი წარმატებული ვარსკვლავის გვერდით წითელ ხალიჩაზე გავიარეთ, უამრავი გადაღება გვქონდა, ფრანგი ფოტოგრაფის ინტერესიც გამოვიწვიეთ და მან პირადად გადაგვიღო მე და ჩემი მეგობრები, ანასტასია ბაკურაძე, იოანნა შერვაშიძე,ლუსი ოქროპირიძე, ლიკა ტერტერაშვილი და მარიამ ზურაბიშვილი. ჩვენ ყველანი ბრენდი „ანასტასიას“ სამოსით ვიყავი წითელ ხალიჩაზე, წინ კი ჩვენი ვარსკვლავები ნინი შერმადინი და ეკა მგალობლიშვილი მიგვიძღვოდა.

მე და ანასტასიამ მონაწილეობა მივიღეთ „I succes week“-ზე ამ ყველაფერს კი „Fashion Tv“ აშუქებდა, ინტერვიუ მივეცით და აი, საოცარი ემოციებით დატვირთული დღეები გვქონდა კანში, ამდენი ცნობილი ვარსკვლავი, NETFLIX-ის მსახიობები, FERRARI, Rolex, Versace-ს წარმომადგენლები, ამდენი დიდი ბრენდები, ამდენი ვარსკვლავები ერთად, თავი ნამდვილად ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონა.

_ საკმაოდ პატარა ასაკში უკვე მიაღწიე დიდ წარმატებას, რა არის ის მიზანი, რომელიც გინდა რომ განახორციელო და მომავალი დაუკავშირო?

_ ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ გავხდე მსოფლიო დონის  მოდელი, მაგალითად როგორიცაა ნაუმი ქემბელი და კენდალ ჯენერი, მინდა ავიხდინო ჩემი პატარაობის ოცნება და დედაჩემმა მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით მიხილოს.

_ გარდა მოდელობისა, შენი ჰობი რა არის?

_ გარდა მოდელობის ჩემი გატაცებაა სიმღერა, ცეკვა, დიზაინერობა. სიმღერები ჩაწერილი მაქვს ვერიკო ტურაშვილთან და ქეთი ორჯონიკიძესთან, ასევე რამდენიმე სოლო სიმღერაც, ვარ ანსამბლ „ოქროს ფარის“ მოცეკვავე, ჩვენი ქორეოგრაფი გახლავთ საოცრად არგი პედაგოგი ნონა თედიაშვილი. რამდენიმე კონკურსის ფინალზე ჩემი და დედას შექმნილი საფინალო სამოსით ვიყავი წარდგენილი, რომლებმაც ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა, ეს ძალიან მახარებს.

_ და ბოლოს, რას ეტყვი შენს თანატოლებს, იმ ბავშვებს ვისაც სურთ მოდელობა, პოდიუმზე დგომა, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და წარმატებული კარიერის გაკეთება?

ნუცა გრიგალაშვილი და ანასტასია ბაკურაძე

_ ყველა საქმე დაუღალავ შრომას და თავდადებას მოითხოვს, არაფერი მოდის ისე თუ არ იშრომე, ყველა გამოსვლაზე, მოდის კვირეულზე თუ კონკურსზე ისევე ვნერვიულობ და განვიცდი, როგორც თავიდან, როცა ვიყავი დამწყები, დიდი პასუხისმგებლობაა ხალხის წინაშე წარსდგე და თან საუკეთესოდ, არა მხოლოდ შენი, არამედ ბევრი ადამიანის სახელით გადიხარ სცენაზე, პირველ რიგში შენი სააგენტოსი, შენი თავი მხოლოდ შენ არ გეკუთნის და არ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება, თუმცა შეუცდომელი არავინაა. ჩემ თანატოლ გოგონებს და ვაჟებს ვეტყოდი, რომ მთავარი მონდომება, სურვილი და დაუღალავი შრომაა. თუ იშრომებ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

და ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, რომ ყოველთვის ინტერესდებით და ჩვენს გვერდით დგახართ, ასევე უდიდესი მადლობა ჩემს „კატრინს“ და ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს და რა თქმა უნდა, ჩემს დიდ ოჯახს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ვიყო წარმატებული.

ნინა სახვაძე, Fashiontime