ბორჯღალოსნები ინგლისთან 0:40 დამარცხდნენ

ბორჯღალოსნები ინგლისთან 0:40 დამარცხდნენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე პირველი მატჩი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 0:40 დამარცხდა.

ინგლისის ნაკრებმა საერთო ჯამში ბორჯღალოსნებს 6 ლელო დაუდო.

ინგლისის ნაკრებმა ტურნირზე შემდგომ თამაშს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ბორჯღალოსნები კი 21 ნოემბერს უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.