ესპანეთში კუნძულ იბიცაზე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული დიჯეი ხოსე პადილია.
სახელი მან იბიცას ასევე ლეგენდარულ კაფე დელ მარში მუშაობით მოიპოვა.
ხოსე პადილია 1955 წელს ბარსელონაში დაიბადა. 1975 წელს საცხოვრებლად იბიცაზე გადავიდა, 1991 წლიდან კი კაფე დელ მარის დიჯეი გახდა.
ხოსე პადილიამ სულ 25 ალბომი გამოუშვა, რომლებმაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
2020 წელს ხოსე პადილიამ გამოაცხად, რომ კიბოთი იყო ავად. თავისი ბოლო თვეები მან კუნძულზე გაატარა, სადაც 18 ოქტომბერს ღამით ძილში გარდაიცვალა.
“ხოსე პადილიამ ქლაბერების მთელი თაობა გამოზარდა და მისმა ხელოვნებამ მილიონების ცხოვრებას დაატყო კვალი. ის იყო განტვირთვის და დასვენების ნამდვილი ნათლიმამა, კაფე დელ მარის კომპოზიციების შემქნელი და იბიცას ჭეშმარიტი ლეგენდა”, დაწერა კაფე დელ მარმა ტვიტერში.