ჰერპესული დაზიანება, ეს არის კანის ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევეს მარტივი ჰერპესის ვირუსი. იგი გამოიხატება ბუშტუკისებრი გამონაყრის სახით, რომელიც ძირითადად პირის გარშემო ჩნდება. როგორც წესი, ეს ინფექცია გამონაყარს ერთსა და იმავე ადგილას იწვევს. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველი 10 ადამიანიდან 9 ამ ვირუსის მატარებელია, თუმცა ის მოსახლეობის მხოლოდ 10 %-ს უვითარდება. გამონაყრის განვითრებამდე რამდენიმე საათით ადრე პაციენტს უვითარდება წვის,ჩხვლეტისა და ქავილის შეგრძნება, შემდეგ კი სიწითლე ჩნდება. მარტივი ჰერპესი შეიძლება გამოიწვიოს ინფექციურმა დაავადებებმა, ფსიქოლოგიურმა ტრავმამ, სტრესმა, გადაღლამ, ორსულობამ, მენსტრუაციამ, მზის სხივებმა.
ჰერპესული ინფექციის სამკურნალოდ იყენებენ ვირუსის საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებებს, რომლებსაც პაციენტს ექიმი ურჩევს ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. როგორც ამბობენ, კანისა და ლორწოვანი გარსების სწრაფ აღდგენას ხელს უწყობს ვიტამინების მიღება და ქაცვის ზეთის ადგილობრივი გამოყენება. მისი მკურნალობა ასევე შესაძლებელია ანტივირუსული და ანესთეზიური საშუალებებით დაზიანებების შესამცირებლად და შეხორცების დასაჩქარებლად.
პრევენციის მიზნით, დაავადების განმეორებითი გამოვლინების რისკის შესამცირებლად, გამოიყენება გერპეტიკული ვაქცინა. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანმა თავიდან აიცილოს ჰერპესვირუსით დაინფიცირება, უნდა მოერიდოს ჰერპესის გამონაყრის მქონე ადამიანთან პირდპაირ კონტაქტს, დაიცვას ჰიგიენის ნორმები და სისტემატურად იზრუნოს იმუნიტეტის ამაღლებაზე.