ერთა ლიგის D ჯგუფის ფინალური შეხვედრა საქართველოს ნაკრების დამარცხებით დასრულდა.
ერთადერთი გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფორვარდმა, გორან პანდევმა 56-ე წუთზე გაიტანა და გუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუპოვა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს, მისი მეტოქეები უკრაინის, ჰოლანდიისა და ავსტრიის ნაკრებები იქნებიან.
ევროპის ჩემპიონატი წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლის ივნისამდე გადაიწია. ტურნირს წინა წლებისგან განსხვავებით ერთი მასპინძელი ქვეყანა არ ეყოლება, თამაშები ევროპის 12 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.