უენტუორთ მილერი გაქცევის შემდეგ სეზონში აღარ ითამაშებს, რადგან მისი პერსონაჟი, მაიკლ სკოფილდი, ჰეტეროსექსუალია, ამის შესახებ მან საკუთარ Instagram გვერდზე დაწერა.
,,მე Prison Break-ში აღარ ვარ. ოფიციალურად. აღარ მინდა ჰეტეროსექსუალი პერსონაჟების თამაში.
მათი ისტორიები უკვე მოყოლილია. ასე, რომ მაიკლი აღარ იქნება.
თუ შენ სერიალის ფანი ხარ და ელოდებოდი ახალ სეზონს, მესმის შენი იმედგაცრუების. ბოდიში”. – წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა უენტუორთ მილერმა 2013 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.
რაც შეეხება გაქცევის მეექვსე სეზონს, სექტემბერში მსახიობმა დომინიკ პარსელმა დაწერა, რომ სერიალს გაგრძელება ექნებოდა.