საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს სანდრა გადელია წარადგენს.
9 წლის მომღერალი სიმღერით ,,you are not alon” (შენ მარტო არ ხარ) წარსდგება მაყურებლის წინაშე, რომელიც გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი თემო საჯაიაა.
რიგით მე-18 საბავშვო ევროფესტივალი 29 ნოემბერს გაიმართება და მას უკვე მეორედ, პოლონეთი უმასპინძლებს. საბავშვო ევროვიზია 2020-ზე 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროვიზიის – ისტორიაში პირველად, მონაწილე შემსრულებლები სიმღერებს საკუთარი ქვეყნებიდან შეასრულებენ, თუმცა მთავარი შოუ ვარშავის სატელევიზიო სტუდიიდან გადმოიცემა.
კონკურსის სლოგანი წელს Move the World (აამოძრავე მსოფლიო) არის.