_ ქალბატონო ირენ, თქვენი სლოგანია „კბილები უფრო მეტია, ვიდრე თქვენი ღიმილი“ – რამდენად ითვალისწინებს ამას მომხმარებელი?
_ წლების მანძილზე კბილებს განიხილავდნენ მხოლოდ როგორც ესთეტიკის საგანს და სტომატოლოგთან მომართვიანობა მხოლოდ ტკივილის გამო ხდებოდა. ჩვენი სლოგანით-კბილები უფრო მეტია,ვიდრე თქვენი ღიმილი- მინდა პაციენტების ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ კბილების და პრის ღრუს ჯანმრთელობა ძალიან დიდ როლს თამაშობს პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის ხარისხზე.
_ პროცენტული მაჩვენებელი დიდია?
_ სამწუხაროდ, ცუდი ეკოლოგია და არაჯანსაღი კვება დიდ გავლენას ახდენს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე,რაც ზრდის სხვადა სხვა პათოლოგიებს და პაციენტების მომართვიანობას სტომატოლოგთან.
_ რამდენად იმატა საზოგადობაში კბილის მოვლის კულტურამ?
_ მოხარული ვარ ,რომ ძალიან იმატა პირის ღრუს მოვლის კულტურა,დიდი რაოდენობით ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის სხვა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნაც მომსახურეობის ხარისხზე.
_ ყველაზე მნიშვნელოვან პროცედურად რა ითვლება?
_ ყველაზე მნიშვნელოვანია პროფილაკტიკა და სტომატოლოგთან დროულად ვიზიტი,რადგან ახალი დაწყებული პროცესი უფრო მარტივი სამართავია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
_ 21-ე საუკუნეში ძალიან მოდური გახდა კბილების გათეთრება. ბევრი მოგმართავთ ამ მიმართულებით?
_ ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდა კბილების ქიმიური გათეთრების პროცედურა, ჰოლივუდური ღიმილი. თეთრი კბილები ადამიანის წარმატებასთან ასოცირდება,მაგრამ ზოგ შემთხვევაში პაციენტებს პროცედურის შემდეგ უკუჩვენება აქვთ. კბილების ქიმიურ გათეთრებას გარკვეული მინუსებიც აქვს.
_ მაგალითად?
_ დაზიანებული კბილების შემთხვევაში მათი გათეთრება ხდება ორთოპედიული გზით, ვინირებით ან გვირგვინებით. ქიმიური გათეთრების შემდეგ ჩნდება კბილების მომატებული მგრძნობელობა,პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა და ეს პროცედურა არაა მუდმივი. დროთა განმავლობაში კბილები ისევ მუქდება .
_ რამდენად ძვირი სიამოვნებაა კბილების ქიმიურად გათეთრება?
_ ქიმიური გათეთრების ფასი იწყება 400-500 ლარიდან.
_ იმპლანტაცია – ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. ამის შესახებ რას გვეტყვით?
_ დღეს დღეისობით დაკარგული კბილის აღდგენისთვის, იმპლანტაცია ყველაზე აქტუალური და განვითარებულია ორთოპედიულ სტომატოლოგიაში. სტომატოლოგი ყოველთვის უნდა იყოს ორიენტირებული პაციენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და მინიმალურ ჩარევაზე კბილის ქსოვილებში. ზუსტად იმპლანტაცია გვაძლევს საშუალებას ჩავსვათ კბილი გვერდზე კბილების დაზიანების და საყრდენად გამოყენების გარეშე, როგორც ეს ხდება ხიდისებრივი კონსტრუქციის დამზადების დროს .
_ ესეც საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა. ასეა?
_ იმპლანტაცია ძვირადღირებულ პროცედურად ითვლება,მაგრამ ვფიქრობ უფრო ძვირფასია საღი კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნება.
_ სტომატოლოგთან ვიზიტამდე, სახლის პირობებში როგორ მოვუაროთ კბილებს?
_ პაციენტმა უნდა გამოიხეხოს კბილები დღეში ორჯერ,დილით საუზმის შემდეგ და საღამოს ძილის წინ. აცილებელია გამოხეხვის პროცედურა ჩატარდეს ხარისხიანად,გარდა ჩვეულებრივი ჯაგრისის, უნდა გამოიყენოს დამატებითი საშუალებები _ პატარა კბილთაშორის ჯაგრისები, კბილის ძაფი, ასევე მნიშვნელოვანია გაიწმინდოს ენის ზედაპირი სპეციალური საწმენდით.პაციენტმა წელიწადში ორჯერ უნდა მიმართოს სტომატოლოგს კონსულტაციასა და კბილების პროფესიულ წმენდაზე.