„შენი შრომით შექმენი, სხვას ნუ წაართმევ!“, – ასეთია ლონდონში მცხოვრები ქართველი გოგონას გზავნილი მსოფლიოს.
პროექტი „ცხოვრება მშვენიერია“ გრძელდება, რომლის ავტორებიც გახლავთ თათა ოქროპირიძე და სამოდელო სააგენტოს „კატრინი“ დამფუძნებელი, ეკატერინე მგალობლიშვილი.
–თათია, პროექტიდან „ცხოვრება მშვენიერია“ თქვენს რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით და რატომ?
– ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია „No Matter What’s Happens Life goes on“, რომელშიც მკაფიოდაა გამოკვეთილი, რომ, სირთულეების მიუხედავად, უფლება არა გვაქვს დავნებდეთ – ცხოვრება გრძელდება! კაბის ფერიც სამეფო ლურჯია, რომელიც ჩემში ძლიერებას ასახავს.
. – როგორ ფიქრობ, შენი მესიჯი საზოგადოებამდე სწორად მივა?
– ვცდილობ ჩემს თაობას დავანახო, რომ ცხოვრება მშვენიერია და არავის არა აქვს უფლება სხვის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ყველა თანაბარია და ყველას აქვს ბედნიერების უფლება.
– ვინ არის შენი ფავორიტი დიზაინერი, რომლის ნამუშევრებიც შენთან ახლოსაა?
– ყველა ცნობილ დიზაინერს პატივს ვცემ, ყველა სხვადასხვა ხასიათს გადმოსცემს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო Mowalola Ogunlessi-ა. მის ნამუშევრებში ნატყვიარია, საიდანაც სისხლი წვეთავს. ძალიან ემოციურია ამის ყურება. მისი მესიჯი იარაღის უკანონო გამოყენების შედეგების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემს მესიჯთან „არა ძალადობას!“
– დაბოლოს, შენს მომდევნო ნამუშევარზე „შენი შრომით შექმენი, სხვას ნუ წაართმევ“ რას გვეტყვი?
– ჩემი ერთ-ერთი მესიჯის „You Must Work To Build Not To Take It“ მიზანია ხალხს ვუთხრა, რომ საკუთარი ნაშრომი უფრო ტკბილია და ბედნიერება მოაქვს, ვიდრე სხვას წაართვა და გაამწარო. ერთმანეთს ვაჩუქოთ ბედნიერება!