NO VIOLENCE! – გრძელდება პროექტი “ცხოვრება მშვენიერია”, რომლის ავტორებიც გახლავთ ინგლისში მცხოვრები ქართველი გოგონა თათა ოქროპირიძე და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი.
–ამ პროექტის ფარგლებში კიდევ რამდენი კოსტიუმი დაგრჩათ შესაქმნელი და რა იქნება თქვენი შემდეგი მესიჯი?
– ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მესიჯით 25 ლუქის შექმნას ვგეგმავ. ჩემი შემდგომი ნამუშევარი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, არის მესიჯით „Everybody’s Life Is Precious“.
–აპირებთ თუ არა კოლექციის შეკვრას და შემდეგ საზოგადოებისთვის ჩვენებას?
–დიახ, ვაპირებ გატანას ფართო საზოგადოების წინაშე, რათა ძალადობა ვუთხრა არა! არავის არ აქვს უფლება სხვის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. სამწუხაროდ, ამ ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 2019-2020 წლებში დანით ჩადენილი დანაშაული 51%-ით გაიზარდა.
–რას გეუბნებათ თქვენი პედაგოგები, როგორ აფასებენ თქვენს ნამუშევრებს?
–დღემდე, ვინც ჩემი ნამუშევრები ნახა, ყველა ერთ რამეზე ვთანხმდებით – არა ძალადობას!
_ საინტერესოა, როგორც მომავალი დიზაინერი, რას ფიქრობთ, ზოგადად, მოდაზე, როგორ ხედავთ საკუთარ თავს სამოდელო ბიზნესში?
–როგორც დამწყები დიზაინერი, სამოდელო ბიზნესში ჩემს თავს აქტიურად ჩართულს ვხედავ. ასევე ვგეგმავ შევქმნა charity group, რათა დავეხმარო მათ, ვინც ძალადობის მსხვერპლია.
_ წინ ძალიან დიდი და ეკლიანი გზა გელით. არ გეშინიათ კონკურენციისა და სირთულეების?
–კონკურენციის არ მეშინია! მთავარია, მომხმარებლისთვის განსხვავებული, ორიგინალური და საინტერესო იყო. ცხოვრება ბრძოლაა და არ ვაპირებ დანებებას. ეს ერთ–ერთ ჩემს მესიჯშიც აღვნიშნე – Do Not Give Up Life Must Carry On!