არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, 60 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მარადონა მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილეა. 1986 წლის ჩემპიონი და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონი. რიგი გამოკითხვების მიხედვით, მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.