ტომ ფორდმა ახალი საათის კოლექცია წარადგინა. დიზაინერმა ამჟამად საათი ოკეანის პლასტმასისგან შექმნა.
ფორდის თქმით, ერთი საათის შექმნას 35 პლასტმასის ბოთლი სჭირდება. შესაბამიდად, მის კოლექციაში ერთი საათი უტოლდება ოკეანედან ამოღებულ 35 პლასტმასის ბოთლს.
უცხური მედიის ცნობით, დიზაინერი აცხადებს სპეციალურ პრიზს და ჯილდოს – მილიონ დოლარს. Tom Ford Plastic Innovation Prize გადაეცემა მას, ვინც, ნოვატორული იდეით, თხელი პლასტმასის შემცვლელს შექმნის.