ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა, თავის გულშემატკივრებს ფეისბუქის საშუალებით შეატყობინა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.
“მინდა, ყველას გაცნობოთ, რომ კორონავირუსზე ჩემი ტესტირების პასუხი დადებითია.
საბედნიეროდ, ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. ყველას, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, უკვე შეატყობინეს, მე კი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) შესაბამის წესებს ვემორჩილები.
ყველას შეგხვდებით დღესასწაულების შემდეგ. ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას გისურვებთ. სიყვარულით, ელენი”.