კომპანია ჯორჯო არმანი ( Giorgio Armani) შეიქმნა 1975 წლის 24 ივლისს მილანში სერჯიო გალეოტის და ჯორჯიო არმანის მიერ, რომელიც დღევანდელ დღემდე ინარჩუნებს კომპანიის პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორის და ერთადერთი აქციონერის სტატუსს.
ახალგაზრდა იტალიელი ჯორჯო არმანი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტის თერაპიის ფაკულტეტზე, თვლიდა ექიმის სპეციალობას თავის მოწოდებად და დიდი ინტერესით სწავლობდა სამედიცინო ლიტერატურას. ერთ მშვენიერ დღეს უცნობი მიზეზის გამო იღებს გადაწყვეტილებას გაიხადოს თეთრი ხალათი და წავიდეს სამხედრო სამსახურში.
აღებული ტაიმ–აუტის პერიოდში ჯორჯო ხვდება, რომ ექიმის პროფესია მას არ აინტერესებს და სამხედროდან დაბრუნების შემდეგ, მეგობარი ექიმების გასაოცრად, მუშაობას იწყებს მილანის ერთ–ერთ ცნობილ მაღაზიაში – La Rinescente – ვიტრინების გამფორმებლის თანამდებობაზე. სწორედ მაშინ გამოვლინდა მისი შემოქმედებითი ბუნება. ბევრი ახლობლისათვის ეს ყველაფერი გამოიყურებოდა როგორც ჯორჯიოს კარიერული ვარდნა და დასანანი ფაქტი, თუ როგორ შეიძლებოდა დიდი პერსპექტივის მქონე ექიმი ჩამოქვეითებულიყო მანეკენების მომრთველამდე.
არმანი კი არ აქცევდა ყურადღებას თავისი მეგობრების აზრს მის კარიერასთან დაკავშირებით. მან იპოვა თავისი მოწოდება და ყველაფერზე მნიშვნელოვანი მისთვის ეს იყო. ნიჭიერი ახალგაზრდა მაშინვე შეამჩნია მაღაზიის ხელმძღვანელობამ და შესთავაზა მას მენეჯერის თანამდებობა. ჯორჯიო იყო უბედნიერესი ამ შეთავაზების მიღებით. იგი ჩვეული გატაცებით არჩევდა და ახამებდა ნივთებს და მუშაობდა მაღაზიის საფირმო სტილის შემუშავებაზე.
მალე ჯორჯიო არმანი ხდება კომპანია ჰიტმენის (Hitman) დიზაინერის თანაშემწე. კომპანია მუშაობდა ცნობილი სამოდელო სახლის – Nino Cerruti მამაკაცთა კოლექციების შექმნაზე.
კომპანიაში მუშაობის პერიოდში არმანიმ მიიღო შეუფასებელი გამიცდილება და ცოდნა მომხმარებლის მოთხოვნებსა და მატერიების ერთმანეთთან შეხამებაში. რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ თავის პარტნიორისგან – სერჯიო გალეოტისგან იგი ღებულობს წინადადებას, ერთობლივი კომპანიის შექმნის თაობაზე.
ასე შეიქმნა კომპანია ჯორჯო არმანი (Giorgio Armani). პირველივე კოლექცია – მამაკაცთა პიჯაკების, მოიპოვა ძალიან დიდი წარმატება. 1975 წელი კომპანიისთვის ასევე წარმატებული გამოდგა ახალგაზრდული, სპორტული ტანსაცმლის, საზღვაო კოსტუმების და აქსესუარების გამოშვების მხრივ. ლოგოტიპზე გამოიყენებოდა არწივის ფიგურაზე გამოხატული ინიციალები – “GA” . 1 წლის შემდეგ უკვე გარკვეული წარმატების მქონე დიზაინერის მოდელები ჩნდება ჰოლივუდში. სწორედ იქ მიიღო მან მსოფლიო აღიარება. არმანის შექმნილი მოდელებით იმოსებოდა ბევრი ცნობილი მსახიობი.
80 – იანი წლების დასაწყისში კომპანია ჯორჯიო არმანი სალიცენზიო ხელშეკრილებას დებს კომპანია ლორეალთან (L’Oreal). პარფიუმერიის გამოშვების თაობაზე. ასევე მისმა სამოდელო სახლმა წარმოადგინა კოლექცია – Emporio Armani და Armani Jeans.
1985 წელს არმანის საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი სერჯიო გალეოტი ავადმყოფობის შედეგად (სპიდით) გარდაიცვალა.
1987 წელს იაპონურ კომპანიასთან – Itochu Corp და Seibu Department Store თანამშრომლობის შედეგად გახსნილი იქნა ახალი Giorgio Armani Japan, ხოლო 1 წლის შემდეგ Luxottica Group Spa – სთან ლიცენზიური შეთანხმების შედეგად გამოშვებული იქნა არმანის სათვალეები.
90 – იანი წლების დასაწყისში უამრავი კომპანია სთავაზობდა არმანის პარტნიორობას, რომლის მიხედვითაც დიზაინერი შეინარჩუნებდა შემოქმედებით პროცესებზე კონტროლს, მაგრამ არ მიიღებდა მონაწილეობას კომპანიის ბიზნეს ოპერაციებში. მაგრამ ჯორჯიომ ნებისმიერ ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უარი თქვა თანამდებობიდან წასვლაზე მხოლოდ გალეოტის ხსოვნის გამო, რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა არმანის სახლს
2001 წელს არმანის სამოდელო სახლი ყიდულიბს კომპანიას Simint Spa. 2003 წელს ჯორჯიო იღებს ლონდონის (London) ხელოვნების სამეფო ინსტიტუტის დოქტორის ხარისხს მსოფლიო მოდის და კინოს განვითარებაში ნოვატორის როლის შესრულებისათვის. აგრეთვე არმანის მიღებული აქვს ამერიკის მოდის მოდელიორთა საბჭოს ჯილდო Lifetime Achievement Award მამაკაცთა ტანისამოსის ხაზის შექმნისთვის და იტალიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – Gran Cavaliere della Repubblica.