ყველაზე დიდ გავლენას ჩვენზე მომღერლები, მსახიობები და ტელე შოუს წამყვანები ახდენენ. Ray-Ban-ის ფირმამ, ფილმი ”Men In Black” -ის მერე, იმაზე მეტი სათვალე გაყიდა, რასაც საშუალოდ ყოველ წელს ყიდიდა.
მოდა ყველაზე დიდი ბიზნესია მსოფლიოში. ადამიანების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ბიზნესშია ჩართული. ყოველდღე მილიონობით ადამიანი მუშაობს დიზაინზე, კერვაზე, ქსოვაზე და ა.შ.
მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ისარის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგისთვის უახლესი კოლექციები ცნობილი დიზაინერებისგან, ან მხოლოდ ხელოვნება.
მოდა არის საკუთარი თავის გამოხატვა, რომელიც ხალხს აძლევს საშუალებას მოირგოს სხვადასხვა როლი ამ ცხოვრებაში. ჰიპ-ჰოპის სტილს ვარჩევთ, თუ გლამურულ სტილს, მაინც ქამელეონი სახლობს ჩვენში.
ჩვენი სტილი და მოდურობა გამოიხატება ჩვენს ტანსაცმელში, ფეხსაცმელში, თმის ვარცხნილობაში, მაკიაჟში და ნივთებში რომელსაც ყოველდღიურად ვხმარობთ.